რეზონანსი
15.11.2023

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 39%-ს კი - სწორი მიმართულებით.

7%-მა განაცხადა, რომ არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.

ამასთან, მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ყველაზე დიდია 18-35 და 35-55 წლოვან ჯგუფებში (56-56%) და ურბანულ დასახლებებში (59%).

ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 54% - თვლის, რომ საზოგადოებაში გაბატონებული განწყობა ოპტიმისტურია. 32% თვლის, რომ ნეიტრალურია, ხოლო 14% გაბატონებულ განწყობას, როგორც პესიმისტურს აფასებს. პესიმისტური განწყობები ყველაზე მეტია 18-35 წლოვან ჯგუფში (17%) და თბილისში (19%).

გამოკითხვის მონაცემები 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში გროვდებოდა და მასში მონაწილეობა 1,200-ზე მეტმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირმა მიიღო, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×