რეზონანსი
16.11.2023

დმანისში, სოფელ ჰამამლოში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. სავარაუდო დამნაშავის სახლში უთანხმოების მიზეზად ფულს ასახელებენ. დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

"მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემმა შვილმა მოკლა თქვენი შვილიო. მე ვუთხარი, როგორც ჩემი შვილი მოკვდა, ეგრე უნდა მოკვდეს თქვენი შვილიც-თქო. ბავშვები ერთმანეთს პატივს სცემდნენ, მაგრამ უცებ მოხდა რაღაც, მგონი დაცინვის გამო, შელაპარაკება მოხდა და დაჭრა. ზუსტად, რა მოხდა, არ ვიცი", - განუცხადა "კურიერს" ციცაი ჰუსეინოვამ.

მოკლულის დეიდის განცხადებით, სავარაუდო მკვლელის მშობლები დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ.

"ბიჭი მისულა დედამისთან და უთქვამს, პრობლემა მაქვს და ამ გზით უნდა მოვაგვაროო, მშობლებმა მხარი დაუჭირეს, შენ გადაწყვიტეო, ჩვენ შენ გვერდით ვართო, დედამისმა მითხრა ეს, მითხრა, რომ მის შვილს ყველაფრის უფლება აქვს. დამნაშავე კრიმინალური აზროვნებისაა. სკოლაშიც ასე იყო. მან პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე", - განაცხადა ქამალა ალიევამ.

ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×