რეზონანსი
17.11.2023

ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით - პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ საუბარმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც ის „მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება.

საუბრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელობას არ უჩივის, ეს მისი სატელევიზიო ეთერებიდანაც ჩანს.

„ე.ი. სასწაული უკვე მოხდა, კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება, თუ რამე არსებობს მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან", - განაცხადა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×