რეზონანსი
17.11.2023

დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც მთელი წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში, - , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს არა მხოლოდ 15 დეკემბრამდე განსახორციელებელ რეფორმებზე და ამ კუთხით პროგრესზე, არამედ მომავალი წლის დღის წესრიგზეც, როგორ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.

„როგორც ცნობილია, ევროკომისიამ 8 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოსთვის გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ არის პროცესის დასასრული, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც მთელი წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი არის ძალიან ფართო და კომპლექსური, შესაბამისად, სკულპულოზურ და დეტალურ კოორდინაციას საჭიროებს.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ მოგვეხდინა იდენტიფიცირება იმ საქვეუწყებო თუ უწყებების, რომლებმაც ეს კოორდინაცია წარმატებით უნდა განახორციელონ. ვცდილობთ, 15 დეკემბრამდე, როდესაც ევროპულმა საბჭომ, წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, გავაგრძელოთ პროგრესი რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით. შესაბამისად, ეს იყო ჩვენი განხილვის მთავარი მიზანი. არა მარტო 15 დეკემბრამდე, ჩვენ ვისაუბრეთ მომავალი წლის დღის წესრიგზეც, როგორ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული აქვს პარტნიორებთან, რათა საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს და მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოება ევროპულ ოჯახთან", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×