რეზონანსი
17.11.2023

როგორც ურეიტინგო, უპრინციპო და პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ როგორმე შანსი მისცემოდათ... თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ! - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, „რა განსხვავებაა ნაც-მოძრაობასა და ამ ფსევდო-პრეზიდენტს შორის? -არანაირი!"

„დაუბრუნდა მშობლიურ წიაღს-მიშას! სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, დიპლომატიურ სკანდალებში ეხვევა, რადიკალიზმს ახალისებს, კანონი და კონსტიტუცია ჩირად უღირს, სასარგებლო იდიოტობასთან ერთად, გავლენის ბენეფიციარობას ითავსებს და რა განსხვავებაა ნაც-მოძრაობასა და ამ ფსევდო-პრეზიდენტს შორის?

- არანაირი!

როგორც ურეიტინგო, უპრინციპო და პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ როგორმე შანსი მისცემოდათ, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ! ჰო და როგორი „უსამშობლო ბალასტიც" 2004 წელს, არსაიდან მოათრია სააკაშვილმა, ოცი წლის შემდეგ დაუბრუნდა "უძღები შვილივით", - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×