რეზონანსი
17.11.2023

პარლამენტის სხდომაზე ლადო მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი" უწოდა.

მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×