რეზონანსი
17.11.2023

თუ იტყვით, რომ სააკაშვილის, ვითომ შიმშილობა, შიმშილობაა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ რამეს აპროტესტებდა, რა თქმა უნდა, არა, ეს იყო ფარსი, ჩვეულებრივი პროექტი, თუ როგორ გამოეყვანათ სააკაშვილი მალე ციხიდან - ამ პირობით მოხდა, ალბათ, კონტეინერით მისი შემოპარვა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

მათიკაშვილის შეფასებით, აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და იღებს სამართლებრივ და სამართლიან გადაწყვეტილებას.

დავით მათიკაშვილმა სხდომაზე მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძე ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს ღირსეულად უმკლავდებოდა.

„2020 წლიდან დღემდე, თქვენ გახდით, ძალიან ხშირად უსამართლო შემოტევის ადრესატი და მინდა გითხრათ, რომ ღირსებით და სწორად, სამართლიანად გაიარეთ თქვენ ეს პერიოდი. სწორედ ის პოზიცია გეკავათ, რაც იყო ჭეშმარიტად იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიცია", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლიდან დღემდე ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.

„წამების, ტანჯვის, უსამართლო ბრალდებების ინსტრუმენტიდან უწყება გადაიქცა ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და პროგრესზე, წინსვლაზე ორიენტირებულ სამინისტროდ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×