რეზონანსი
17.11.2023

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურმა თინა ბოკუჩავას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მის მიერვე მოთხოვნილი სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცა, თუმცა, დეპუტატმა დოკუმენტი წაუკითხავად დატოვა.

„ქალბატონი თინა ბოკუჩავა ითხოვდა აი, აქ საკმაოდ ომახიანად - მაჩვენეთ ის სიტყვები, რაც თქვენ თქვით, რომ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიო. მანდატურმა გადასცა ეს დოკუმენტი ქალბატონ თინას, თუმცა, ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ განათავსა მან აქ ისე, რომ არც ჩაუხედავს; ისე, რომ შემდგომ გადმოდო და დაავიწყდა. აი, ეს არის მათი რეალური სახე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. მთავარია, რომ პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ. თუმცა, არავის აღარ სჯერა მათი და ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×