რეზონანსი
17.11.2023

როგორც „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,მე-12 საუკუნის ორი რესტავრირებული სახარების სახით უძვირფასესი განძია გადარჩენილი

მისი თქმით, რესტავრირებული სახარებები კიდევ ბევრ საუკუნეს გაუძლებს.

„სხვა საქმეებზე გადასვლამდე, მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრსა და მის მოადგილეს, ბატონ ბექა ლომუაშვილს, ასევე, ეროვნული არქივის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეონა იაშვილს და რესტავრაციის განყოფილების უფროსს, ქალბატონ თამილა აფაქიძეს. საკითხი შეეხება ორ სახარებას, რომლებიც სვანეთის სოფლებშია დაცული. კერძოდ, ლახამულის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულია მე-12 საუკუნის სახარება, რომლის რესტავრაციაც 12 თვე მიდიოდა და უმაღლეს დონეზე იქნა რესტავრირებული, შესაბამისად, კიდევ ბევრ საუკუნეს გაუძლებს. არქივის თანამშრომლებმა გულდასმით იშრომეს და მთელი სვანეთის სახელით, მათ მადლობა მინდა ვუთხრა.

მეორე სახარება, რომლის რესტავრაციაც უკვე დასასრულს უახლოვდება, არის ეცერის თემის ქურაშის სახარება, რომელიც ასევე მე-12 საუკუნისაა. ამ სახარებაში არის ჩანართები, რომლებიც გადაფხეკილია და შემდგომ, ისევ ზემოდან არის გადაწერილი - გაცილებით ძველი ჩანართები არის, მე-9, მე-10 და უფრო ძველი საუკუნეებისაც. ამ ორი უძვირფასესი განძის გადარჩენისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×