რეზონანსი
17.11.2023

აითაჯის დედამ ციხეში თვითმკვლელობა სცადა – მისი ადვოკატის თქმით, ქალმა ციხეში დენის წყაროზე სცადა მიერთება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის გადასინჯვის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ქალი პატიმრობაში დატოვა. თავად მოკლული 14 წლის გოგოს დედა სასამართლოს დისტანციურად ერთვებოდა.

დაცვის მხარემ გირაოს სახით 50 ათასი ლარის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული დედა  ციხეში დატოვა.

„რაღაცებს გვეუბნებიან თვითმკვლელობა რომ სცადა, თითქოს სამედიცინო დოკუმენტაციაში უნდა ეწეროს. ციხის. ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო, დენის ჩასართავთან ცდილობდა (თვითმკვლელობას) და ეს შეამჩნია ციხის თანამშრომელმა და დენის წყარო გაუთიშეს. დრო მისცეს, რომ ნელ-ნელა დამშვიდდეს და უთხრეს, რომ ამის შემდეგ მისცემენ ტელევიზორის ყურების უფლებას“, - განუცხადა ადვოკატმა "ტვ

პირველს".

2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.

აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×