რეზონანსი
18.11.2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის" ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ძალაუფლება პალესტინის ხელში უნდა გადავიდეს. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იტყობინება.

„ჰამასის" ღაზის სექტორს ვეღარ გააკონტროლებს. ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პალესტინის ხელისუფლება შეიძლება იყოს", - განაცხადა ბორელმა ბაჰრეინში „მანამას დიალოგის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×