რეზონანსი
18.11.2023

რომ აცხადებდნენ, ხელისუფლების დამარცხების რესურსი და პოტენციალი გვაქვსო, აღმოჩნდა, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, არამც თუ ხელისუფლების დამარცხების, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

„ამას აჩვენებს უკლებლივ ყველა კვლევა - მიკერძოებულიცა და მიუკერძოებელიც. პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ძალიან მაღალი თამასა აქვთ დადებული თავიანთი თავისთვის, ძალიან ამბიციური გეგმები აქვთ გაცხადებული, რა საკვირველია, ახლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რეალურად, მძევლები აღმოჩნდნენ იმ ძალიან მაღლა დადებული თამასის. რომ აცხადებდნენ, ხელისუფლების დამარცხების რესურსი და პოტენციალი გვაქვსო, აღმოჩნდა, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, არამც თუ ხელისუფლების დამარცხების", - აღნიშნა სარჯველაძემ.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია გამარჯვების საკუთარ ფორმულაზე მუშაობს. ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი ბარიერის დაძლევას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც 5%-ის გადალახვის შანსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა", რომლის რიგებშია „სტრატეგია აღმაშენებელიც". კვლევის შედეგები მმართველ პარტიას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა და საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×