რეზონანსი
18.11.2023

კეზერაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად გამოსულია. პარტიულ იერარქიაში არავის წარმოადგენს და მილიონებს ხარჯავს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გავრცელდეს - ეს არის ოლიგარქია თავისი კლასიკური გაგებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში - არც ამის სურვილი აქვს და არც ამის აუცილებლობა არ არის. მისი ჩამოყალიბებული „ქართული ოცნება" სწორ გზაზე დგას და იმ პოლიტიკის ერთგულია, რაც ერთად დავგეგმეთ", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მორალური წითელ ხაზზე გადაბიჯება.

„სალომე ზურაბიშვილს ცუდად ახასიათებს არაობიექტურობა, უმადურობა და ამავე დროს გარკვეული სტრატეგიული გეგმის ნაწილად ჩამოყალიბება, რომელიც „რევოლუციურ კომიტეტს" გააჩნია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×