რეზონანსი
19.11.2023

ისრაელის თავდაცვის ძალები პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ მათი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ.

ჰაგარის თქმით, მათი რეზერვის ჯარისკაცებმა დრონებით გაანადგურეს ტერორისტი, რომელმაც ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

"ჯარისკაცები ასევე აგრძელებენ ოპერაციას ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღმოსაჩენად. მათ შორის, საავადმყოფოებში. დღეს დილით, ჩვენ დავთანხმდით ალ-შიფას საავადმყოფოს მენეჯმენტის მოთხოვნას და საავადმყოფოში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადასასვლელი გავხსენით. საავადმყოფოში კი საკვები და წყალიც შევიტანეთ.

ამ ობიექტთან დაკავშირებით ჩვენს სამხედროებს ოთხი ძირითადი მიზანი აქვთ: პირველი და უმთავრესი, მძევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; მეორე - იარაღის საცავისა და მართვის ოთახების აღმოჩენა; მესამე - ტერორისტების პოვნა საავადმყოფოს კომპლექსში და მეოთხე - კლინიკის ქვეშ მიწისქვეშა ტერიტორიის აღმოჩენა და მისი განადგურება," - ამბობს ჰაგარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×