რეზონანსი
19.11.2023

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ" უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია.

მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების კიდევ ერთ დანართში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, შესულია კიდევ 100 ფიზიკური და 37 იურიდიული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.

სანქციები დაწესებულია, 5 და 10 წლით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×