რეზონანსი
19.11.2023

ქართველი ხალხის ევროპული გზის ლიდერი ამჟამად არის ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ამ ტრიუმვირატმა და ზოგადად ჩვენი გუნდის ძალისხმევამ მოიტანა შედეგი და მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ რომ არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ამასთან, ოდიშარიას თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა".

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა, ეს რას ემსახურება? ბუნებრივია არ ემსახურება პირად და საოჯახო ინტერესებს, ეს ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ სამომავლო გეგმებს, თუმცა მე არ ვუწყი ამის შესახებ, არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენთვის ეს ტრაგედია არ იქნება, ვისთან ერთადაც არ უნდა დადგეს, მაინც დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან" და „ქართული ოცნება" გააგრძელებს იმ გზას სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე", - განაცხადა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×