რეზონანსი
19.11.2023

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს, მუსიკალურ ფესტივალზე ისრაელის ვერტმფრენებმა დაბომბეს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობა.

როგორც ისრაელის მედია წერს, განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის ანგარიშებს 7 ოქტომბერს მომხდარ სისასტიკეზესა და ვიზუალურ მასალაზე და მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, გაერო-ს ოფიციალურ პირებს და ქვეყნის ლიდერებს, თვალყური ადევნონ და გადახედონ, თუ რას აქვეყნებს ებრაული მედია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრალდებების გამო პალესტინის ხელისუფლება გააკრიტიკა.

„დღეს რამალაში პალესტინის ხელისუფლებამ თქვა რაღაც სრულიად უაზრო. მან უარყო, რომ სწორედ „ჰამასმა“ მოახდინა საშინელი თავდასხმა ღაზის მახლობლად, ფესტივალზე. მან ფაქტობრივად ისრაელი დაადანაშაულა ამ ხოცვა-ჟლეტვაში. ეს სიმართლისგან რადიკალურად განსხვავდება. მაჰმუდ აბასი, რომელიც წარსულში უარყოფდა ჰოლოკოსტის არსებობას, დღეს უარყოფს „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტის არსებობას და ეს მიუღებელია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, მისი მიზანია, რომ „ჰამასის“ განადგურების შემდეგ, ღაზის ნებისმიერმა მომავალმა სამოქალაქო ადმინისტრაციამ არ უარყოს ხოცვა-ჟლეტვა, არ ასწავლოს შვილებს, რომ მათი ცხოვრების მთავარი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს დაშლა და განადგურებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×