რეზონანსი
20.11.2023

ვარლამ გოლეთიანი სახალხო დამცველის წინააღმდეგ - სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც რაჭის ტყეების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს ომბუდსმენის რეაგირებით უკმაყოფილოა. გოლეთიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ლევან იოსელიანს კი ამაზე რეაქცია არ აქვს.

რიონის ხეობის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და კარვების გაშლას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ფორმით აიძულებენ მინისტრ შამუგიას ტყე რაჭველებს დაუბრუნოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მივიდა და მოთხოვნებს გაეცნო. საპასუხოდ, მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სამინისტროს ეზოში შესვლაზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია”. სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის წარმომადგენლებს ჰკითხა, სურდათ თუ არა მათ შეხვედრის ჩანიშვნა, რაზეც გოლეთიანი დათანხმდა, თუმცა პირობების დაზუსტება სურთ. 

დავეკითხები მინისტრსო, შევიდა, გამოვიდა 5 წუთში და გვეუბნება, შეხვედრა გნებავთო, ბუნებრივია, შეხვედრა მეორე ნაწილია. დავილაპარაკებთ ცალკე, ვის ვხვდებით, რა პირობებით, საჯარო იქნება, როგორ იქნება.

კარვის დადგმის და პროტესტის უფლება ჩამორთმეული გვაქვს ჩამოსვლის წამიდან. დაზიანებები აქვთ ფიზიკური მიყენებული პოლიციის მხრიდან და მგონი, როცა ასეთი ამბავია, ამაზე უნდა იყოს გამოხმაურება სახალხო დამცველისგან,“ - ამბობს გოლეთიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×