რეზონანსი
20.11.2023

თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგადად, ნორმალურ ადამიანს არავის დაკავება და ციხეში ყოფნა არ უხარია, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანა [ქართველ ხალხს] 9 წლის განმავლობაში, იმხელა რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი - ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომელსაც თავისი ხალხი და ქვეყანა უყვარს, როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაცმოძრაობამ“ გაუკეთა ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას? არა, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ - ტელევიზიებს სიძულვილისთვის, ადამიანების დაპირისპირებისთვის, შანტაჟი, ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი და ა.შ. - ეს არის მათი ხელწერა. თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს“, - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×