რეზონანსი
20.11.2023

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, ეს იყო 2012 წელს მისი პოლიტიკაში შემოსვლა. ამ ადამიანმა მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და დაამარცხა ის ბოროტება, სიძულვილი და უბედურება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ხალხი. არის ადამიანი, რომელმაც უამრავი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. უამრავ ოჯახს, უამრავ ადამიანს დაეხმარა. ეს იყო სკოლების რეაბილიტაცია, განახლება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, მოწესრიგება. არ ვიცი, რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო, რაც მართლა მნიშვნელოვანია, ეს იყო უანგაროდ, მისი ქველმოქმედება. დღესაც აგრძელებს ეს ადამიანი ამას, თუმცა მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, ეს იყო 2012 წელს მისი პოლიტიკაში შემოსვლა. ამ ადამიანმა მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და დაამარცხა ის ბოროტება, სიძულვილი და უბედურება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი“, - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×