რეზონანსი
20.11.2023

მამუკა მდინარაძის თქმით, მას არ აქვს დიდი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილი გარდა იმ დანაშაულებისა, რაზეც იხდის სასჯელს, ბრალდებულია ზოგადად ძალიან დიდ, სისტემურ და უპატიებელ დანაშაულებში. იმიტომ რომ მან შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა, ადამიანის უფლებების გაანულა ამ ქვეყანაში. ამ სისტემის თავში იყო მიხეილ სააკაშვილი. თუ ამ პასუხისმგებლობის გაზიარება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, მაშინ მისი საქმეა. არ მგონია ეს ამბავი ადვილად გასაზიარებელი იყოს, ადვილად იყოს პასუხისმგებლობა ასაღები ამ ყველაფერზე. და „არა და არასდროს“ ქართველ ხალხს არ დაავიწყდება. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ შეიწყალებს, თუმცა მთლიანად ოპოზიციის მესიჯბოქსზე რომ არის გადასული უკვე ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ესეც ნათელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×