რეზონანსი
20.11.2023

სალომე ზურაბიშვილს თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამო, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს.

"სააკაშვილის დამსახურებით, ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს? რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას, განაცხადა: "ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×