რეზონანსი
20.11.2023

სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს, თუ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობის აღსრულება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„პრეზიდენტი როცა გამოდის და ამბობს, რომ მე ვლაპარაკობ სიმართლეს, სიმართლის მსახურების კარგი გამოხატულება იქნება, უკანონო ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი შეიწყალოს. სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს, ეს იქნება სამართლიანობის აღსრულება, თუ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×