რეზონანსი
21.11.2023

ხორვატია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენი მხრიდან რაიმე სირთულეს ვერ ვხედავ, მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ხორვატიის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დომოგოი ჰაიდუგოვიჩმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის გაფართოების მორიგ თარიღად დასახელებული 2030 წელი უბრალოდ სიმბოლიზმია და დებატების საკითხია, შესაძლებელი იქნება თუ არა პრაქტიკაში ამ თარიღისთვის კონკრეტული შედეგების მიღწევა.

„კარგია, რომ კონკრეტული მიზანი გვაქვს და შევხედავთ, როგორ გავუმკლავდებით ამას. ხორვატია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მაგრამ ასევე რეგიონის მიღმაც. როდესაც ზაფხულში თქვენი პრემიერი გვსტუმრობდა, ჩვენმა პრემიერმაც ასევე გამოხატა მზაობა და სურვილი, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რაც მან ასევე დაადასტურა რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო დებატებისას ჩემი კითხვის პასუხად. ასე რომ, ჩვენი მხრიდან რაიმე სირთულეს ვერ ვხედავ. მზად ვართ თქვენს მხარდასაჭერად. გვაქვს მსგავსი გამოცდილება, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მხრივაც. გვაქვს სხვა გამოცდილებაც, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის კუთხით. რასაკვირველია, ორივე მხარეს უნდა არსებობდეს ამის მზაობა. გვჯერა, რომ ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ეს შეიცვლება. შესაძლოა, დაფიქრდნენ ადამიანები, რომ უმჯობესია, ევროკავშირის მოქალქეები იყვნენ, ვიდრე – რუსეთის ფედერაციის“, – განაცხადა ხორვატიის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×