„ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არის შეუძლებელი. „კანონი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და გასცემს პასუხს. არის მიმდინარე საქმეები, რომლებშიც (უდანაშაულობის პრეზუმფციას, რა თქმა უნდა, არ დავარღვევ, მაგრამ დიდი ალბათობით), მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი რაც მას აქვს, არის ის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს არის შეუძლებელი, რადგან სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება ამგვარ პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული. გამორიცხულია, ის იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში იმ მოცემულობით, რა მოცემულობაშიც ახლა არის მიხეილ სააკაშვილი. 2012 წლიდან დღემდე კანონზე მაღლა საქართველოში არავინ დგას, მათ შორის, არც საქართველოს პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამოქმედდა ის პროცედურები და სამართლებრივი მექანიზმები მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, რომ დიახ, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს არის ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს ძალიან სწორი ხედვა და ხელწერა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|