რეზონანსი
21.11.2023

თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ე.წ. „კისტის“ თოფით დაშავებული მოზარდი, გარდაიცვალა. ბიჭს თბილისში მკურნალობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მკურნალობის პროცესში სხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მდგომარეობის განსაკუთ რებული სიმძიმის გამო, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 9 ოქტომბერს მოხდა. მოზარდი მეზობელთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც თანატოლს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ბიჭს თვალის არეში მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×