რეზონანსი
22.11.2023

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა როგორც არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე ვერავითარი მანიფესტი ვერ უშველის იმ პრობლემებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად ღრმა დაპირისპირებაა, რომ პარტიის რეიტინგი იკლებს.

„ორი კომიკური ფიგურაა, აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია და ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ. ასეთ პირობებში, რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“, საზოგადოებას შეუძლია, განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია. დაღმა ჩადის მისი რეიტინგი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×