რეზონანსი
22.11.2023

საოკუპაციო ძალების მორიგი პროვოკაცია -  ადგილობრივები მარიონეტული რეჟიმის ახალ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონი" გაიყიდოს.  საპროტესტო აქციის დროს ქალაქ ახალი ათონის მცხოვრებთა ჯგუფმა ღობე გაარღვია და აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა, თუმცა ფაქტს უარყოფენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და ამტკიცებენ რომ ტერიტორიის გაყიდვა არ იგეგმება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის შემდეგ მარიონეტულმა რეჟიმმა სახელმწიფო აგარაკის დაცვა გააძლიერა.

შეგახსენებთ,რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო,როცა დე ფაქტო მთავრობამ  ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა მოინდომა, სადაც პუტინს საკუთარი რეზიდენციის აშენება სურს.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ კი ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×