რეზონანსი
22.11.2023

"მოღალატეობრივი ინიციატივა" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ლელოს" პროექტს, რომეილც ქვეყნის რუსიფიკაციისგან დაცვას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება, მხოლოდ საქართველოს დააზიანებს. მმართველი პარტიის ლიერი ირწმუნება, რომ ოპოზიციას სწორედ ქვეყნის ეკონოიკის დაზიანება სურს. 

ზოგადად, როცა ვიღაცას უწესებ სანქციებს, უნდა დააზიანო სხვა, სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას. რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ, საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას. ეს არის ამ ომის, ღალატის პარტიის მთავარი მიზანი, რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა და ლელოც ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ 10%-ით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და ამ ინიციატივას წარადგენ პარლამენტში, ხარ უბრალოდ მოღალატე და მეტი არაფერი. [...] რაც შეეხება ლელოს ინიციატივას, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ინიციატივა, როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, 150 ათას ადამიანს დააკარგვინო სამსახური და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ შენ ხარ მომართული ღალატისკენ და ეს არის ლელოს სულისკვეთება, ისევე როგორც კოლექტიური ნაცმოძრაობის, - ამბობს კობახიძე.

"ლელო - საქართველოსთვის"-მა  საქართველოს დაცვის 9 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. დოკუმენტი ქვეყნის რუსიფიკაციისგან გადარცენას გულისხმობს და საქმე ისეთი საკითხებს ეხება, როგორიცაა რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა; რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება; რუსეთთან ფრენების აკრძალვა; რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა; რუსული ფონდების აკრძალვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×