რეზონანსი
22.11.2023

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს, არჩევნების შედეგად უკრაინის პარლამენტში „მეხუთე კოლონა“ შეიყვანოს.

„რუსეთის ჩანაფიქრის მიხედვით, არჩევნების შედეგად შეიქმნება და პარლამენტში შევა „მეხუთე კოლონა“, რომლის საარჩევნო სიის ჩამოყალიბებასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ამან ძირი უნდა გამოუთხაროს უკრაინაში შიდა ერთიანობას, რაც შეაჩერებს დასავლეთის დახმარებას და ნეგატიურად აისახება უკრაინული ჯარის მორალურ სულისკვეთებაზე. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მხოლოდ კრემლის ფანტაზიებია, თუმცა ეს საფრთხე სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული, ამიტომ უკრაინული სპეცსამსახურები უკვე მუშაობენ ამის პრევენციის გზებზე“, - აღნიშნა დანილოვმა.

კიდევ ერთ ნაბიჯად, რომლითაც რუსეთი უკრაინული საზოგადოების დესტაბილიზებას შეეცდება, დანილოვმა ზამთრის პერიოდში სარაკეტო იერიშების რაოდენობის გაზრდა დაასახელა.

„ჩანაფიქრის მიხედვით, ამან უნდა შექმნას ნეგატიური საზოგადოებრივი ფონი, გამოიწვიოს დეპრესია, გაზარდოს კომპრომისებზე წამსვლელი პირების რაოდენობა და მიიყვანოს საზოგადოება იმ აზრამდე, რომ ხელისუფლების ცვლილებაა აუცილებელი. მათ სურთ, შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ისეთი პირობები, როდესაც სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდება, დედაქალაქში სოციალური აფეთქების საშიშროება იქნება, პროტესტები კი რეგიონებში გავრცელდება, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×