რეზონანსი
22.11.2023

ფეხბურთის ფედერაციის შენობა და საფეხბურთო ბაზები იპოთეკით არის დატვირთული. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, დგინდება, რომ ეროვნული ფედერაციის ფაქტობრივად მთელი ქონება ლევან კობიაშვილმა ბანკში ჩადო. რისთვის დასჭირდა კობიაშვილს დიდძალი თანხა ბანკი, ეს უცნობია, რადგან ფედერაციის პრეზიდენტი ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

პარალელურად ირკვევა, რომ ფედერაცია სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდის. ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ კობიაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ, ეროვნულ ფედერაციას სახელმწიფოს ვალდებულება 800 ათასი ლარის ოდენობით  აქვს. კიდევ ერთი ფინანსური სკანდალი კი საფეხბურთო კლუბებს უკავშირდება. ირკვევა, რომ უეფას მიერ გადმორიცხული ფული, რომელიც ფედერაციას მათთვის უნდა ჩაერიცხა, კლუბებში მხოლოდ ნაწილი გადარიცხა.

ფეხბურთის ფედერაცია კავშირზე არ გამოდის და მათგან ოფიციალურ განცხადებას "პირველები" ამ დრომდე ელოდება. 

კორუფციის მკვლევარები კი თანხების არამიზნობრივად ფლანგვაზე საუბრობენ და კობიაშვილისგან პასუხების გაცემას ითხოვენ.

ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ბევრი კითხვებია, კონკრეტულად კი კობიაშვილის მიმართ. შესაბამისად, უნდა გაგვცეს ზუსტი პასუხები. პირველი, ეს არის ის, რომ ცენტრალური შენობა, რომელიც არის ფეხბურთის ფედერაციის, დევს ბანკში და შესაბამისად, ახსნა-განმარტება გვჭირდება, რა საჭიროება გახდა, რომ შენობა იპოთეკით დატვირთულიყო. ეჭვია, რომ თანხები არის გაფლანგული, რომ თანხები იხარჯება არამიზნობრივად, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ინფორმაცია, ანუ ჩაკეტა ამ ადამიანმა სტრუქტურა. რადგან ჩაკეტა, შესაბამისად ბევრი ეჭვი გვაქვს".- ამბობს ბესო დონაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×