რეზონანსი
22.11.2023

ბრიტანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო, რომლის როლიც ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება.

„ბრიტანეთის ჩართულობის გაზრდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის მხარდაჭერის შემდგომი გაზრდა და გაძლიერება და რა თქმა უნდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება. ჩვენმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ დიდი ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს და შესაძლებლობების მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა და აქვს კიდეც სრული მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×