რეზონანსი
22.11.2023

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა „ქრონიკის“ ეთერში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის მზად იყო ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და არც შემდეგი მოწვევის პარლამენტში იტყვის უარს თანამშრომლობაზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციამ თავი დაანებოს რადიკალიზმს.

ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, ვინ იქნება პარლამენტში, რა დოზით და რა მოცემულობით. რაც შეეხება ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ჩვენ მზად ვიყავით მაშინაც, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმა იყო წარმოდგენილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რადიკალებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე, ახლა კი ნანობენ და ერთმანეთს აბრალებენ. უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობდით, რომ არიან ჯგუფები, კონკრეტული გვარებიც დასახელდა, მაგალითად სალომე სამადაშვილი, სადაც არ უნდა მივიდეს ახლა და რომელ პარტიაშიც არ უნდა გაერთიანდეს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს პარტია ჩვენი ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. სალომე სამადაშვილი და სხვები სწორედ ამით იყვნენ ცნობილები, რომ ევროპელ პარტნიორებს ეუბნებოდნენ, - იქნებ არ მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამას ლობირებდნენ. ახლა რომ ასეთი კადრი რომელიმე პარტიაში აღმოჩნდება, ამას არ გავუტარებთ და შევახსენებთ ყოველთვის. ეს რომ მართალი იყო, მერე ხომ თქვეს სამნიძემ და დეკანოიძემ, რომ ეს მიუღებელია. გვიან გაეღვიძათ გონება და გვიან დაადგნენ ჭეშმარიტების გზას, მაგრამ ამომრჩეველმა ხომ ყველაფერი იცის. შემდეგი მოწვევის პარლამენტში ვინც იქნება, ბუნებრივია, მათთან გვექნება კომუნიკაცია და კონსულტაციები, ჩვენ მზად ვართ და უარს არ ვამბობთ თანამშრომლობაზე, მაგრამ თავი უნდა დაანებონ რადიკალიზმს, ეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება“, - აღნიშნა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×