რეზონანსი
23.11.2023

რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის მოძრაობის მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მხიდან საქართველოს საზღვართან, ლარსზე, თითქმის 2 ათასი სატვირთო იდგა. გამშვები პუნქტი კვირას ჩაკეტილი იყო.

ელექტრონული რიგის მონაცემების მიხედვით, ხუთშაბათს დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციიდან სქართველოს მიმართულებით გასასვლელად 1963 სატვირთო მანქანა იყო რეგისტრირებული.

ლარსზე მანქანების მოძრაობა 19 ნოემბერს უამინდობის გამო აიკრძალა. ორშაბათს დილით გზის გახსნას 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდა.

ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

დღეს, 23 ნოემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ზემო ლარსის გავლით გზა ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსა და სომხეთთან აკავშირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×