რეზონანსი
23.11.2023

რევანშისტი ნაცსექტანტები ზეიმობენ „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. ხანდახან ისმის სამართლიანი მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" როგორც რეჟიმის გასამართლება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა სფეროში სისტემური დანაშაულის ჩამდენი "ნაციონალური მოძრაობა" კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს.

„რევანშისტი ნაცსექტანტები ზეიმობენ „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. ხანდახან ისმის სამართლიანი მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" როგორც რეჟიმის გასამართლება. ნაცჯალათების მიერ ჩადენილი მასშტაბური დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ ჯერ სრულად არაა გამოძიებული და ბევრი კრიმინალი საჯარო სივრციდან ნოტაციებს გვიკითხავს დემოკრატიასა და თავისუფლებაზე.

რუსი ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა-წყლის 20%-ის ჩამბარებელი და შემდეგ სტრატეგიული ობიექტების გადამცემი, ქვეყნის ყველა სფეროში სასტიკი სისტემური დანაშაულის არქიტექტორი „ნაციონალური მოძრაობა" კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს!

სააკაშვილის მეხუთე კოლონის უპრეცედენტო და უმძიმესი უკანონობის ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა მათ ეს ყოველთვის უნდა შევახსენოთ და ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ - ნაცზონდერების ადგილი არა თუ ასარჩევ სტრუქტურებში, არამედ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაშია!" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×