რეზონანსი
23.11.2023

საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის იმედი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დანიელ ლორენმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა იმ გზავნილზეც, რასაც ევროპულ საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში საქართველოს მისამართით აფიქსირებს.

„ასევე მინდა გაგიზიაროთ ის გზავნილი, რასაც ვაფიქსირებთ ევროპულ საბჭოსა და წევრ ქვეყნებში. ეს გზავნილი უკავშირდება უსაფრთხოებას. ერთადერთი პასუხია რუსეთის აგრესიაზე და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გაფართოება. სტატუსი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი და მკაფიოდ ვთქვათ, რომ აგრესიასთან ევროპის მხრიდან შემგუებლობა არ მოხდება. ევროპული ღირებულებები? ძალისხმევა და დასახული მიზანი საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს. ჩვენ ვიცით ეს გზა, რადგან ეს პროცესი გავიარეთ. უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მუდმივად ვსაუბრობთ ამ თემაზე პარტნიორებთან. ნატოს ჰყავს შავ ზღვაზე წევრები: ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა დანიელ ლორენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×