რეზონანსი
23.11.2023

გიორგობის დღესასწაული იზეიმეს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში.

წირვა-ლოცვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ეპარქიის სხვა მღვდელმსახურებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველას გილოცავთ, ჩვენთვის, ქართველებისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს - წმინდა გიორგის ხსენებას. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი საქართველო. წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული ეს ტაძარი. აქვეა, წმინდა ნინოს უკანასკნელი განსასვენებელი. ვიცით, რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ახლო ნათესავები იყვნენ. წმინდა გიორგიმ თავისი ცხოვრებით ღმერთი განადიდა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×