რეზონანსი
23.11.2023

ჩვენ ველოდებით, რომ ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რათა დაუსჯელი არ დარჩეს არც ერთი პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ და სხვა მსგავს დანაშაულებთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც თამაზ გინტურის საქმეზე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

ასეთია ამ ხელისუფლების აღებული გეზი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა. მე მახსოვს, რამხელა შრომა აქვს ჩადებული თეა წულუკიანს იმაში, რომ 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილიყო სწორედ ისეთი. მაშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია. ეს გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ და ყველაფერი კეთდება, ქმედითი და ეფექტიანი რაც არის და რასაც შეუძლია დეოკუპაცია. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ემოციურად გაწონასწორებული ან თუნდაც გაუწონასწორებელი განცხადებების კეთება - ეს არის რეალურად საქმეზე ორიენტირებული. მესმის, რომ ყველა ქართველს ეჩქარება და უნდა რაც შეიძლება სწრაფად - უბრალოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის უნდა გვაძლევდეს შესაძლებლობას გარემოებები. ამას ჰქვია რაციონალურად სწორი სამშვიდობო პოლიტიკის დაგეგმვა. სხვა შემთხვევაში, არ შეიძლება თავს უფლება მივცეთ და სიფრთხილის ელემენტარული ნორმები დავარღვიოთ, რასაც შეუძლია გაზარდოს რისკები. კარგია, რომ ზუსტად ამავე პათოსით იყო განმსჭვალული ის დებატები და ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ვნახეთ. ახლა ოპოზიცია შეეცდება, წარმოაჩინოს ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ამას რამენაირად ვეწინააღმდეგებოდით ან თითქოს ეს მათი გაკეთებული საქმეა, მაგრამ ეს ასე არაა", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ევროპარლამენტარების განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობისთვის დამნაშავე პირებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი, მომხდარ საზარელ მკვლელობაზე პასუხისმგებელია რუსეთის საოკუპაციო ძალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×