რეზონანსი
23.11.2023

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მძევლებს დავაბრუნებთ, თუმცა არის გამოწვევები, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ კემერონთან შეხვედრის დროს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა" ისრაელთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რის გამოც ზავის ამოქმედება გადაიდო.

"[პროცესი] გამოწვევების გარეშე არ მიმდინარეობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მძევლების პირველი ნაწილის გამოყვანა მოხერხდება და შემდეგ ჩვენი მიზანი ყველა მძევლის გათავისუფლებაა", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი" 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.

შეთანხმება დღეს დილის 10:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარკვეული პირობების გამო მისი ამოქმედება გადაიდო. მოგვიანებით კატარმა, როგორც შუამავალმა ქვეყანამ, განაცხადა, რომ ზავის ამოქმედების ზუსტი დრო უახლოეს საათებში გამოცხადდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×