რეზონანსი
24.11.2023

ამოქ­მედ­და ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად ძაღ­ლის ღია სივ­რცე­ში სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ყო­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცია ძა­ლა­ში 22 ნო­ემ­ბრი­დან შე­ვი­და.

"ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხო­ვე­ლე­ბის (ძაღ­ლე­ბის, კა­ტე­ბის) მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის და მათი პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის მარ­თვის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს 2015 წლის 6 აპ­რი­ლის N7-28 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე" - ნათ­ქვა­მია ბრძა­ნე­ბა­ში.

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და პარ­ლა­მენ­ტმა 76-ხმით, ერ­თხმად მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა.

მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ძაღ­ლის სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ქა­ლა­ქის ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში ყოლა (გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბი­სა), გაფრ­თხი­ლე­ბის ან 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­იწ­ვევს მო­ქა­ლა­ქის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით (ნაც­ვლად 50 ლა­რი­სა).

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით წვრილ­ფე­ხა და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად 20 ლა­რი­სა.

ბულ­ვარ­ში, პარკში, სკვერ­ში ან პლაჟ­ზე წვრილ­ფე­ხა ან/და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა - გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად არ­სე­ბუ­ლი 50 ლა­რი­სა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×