რეზონანსი
24.11.2023

„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი  და პირველი ვიდეორგოლი პასუხობს ბანკის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება“, - აცხადებს  #ჩვენიანის შესახებ საუბრისას "ლიბერთის" საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია.

თორნიკე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლიბერთი აქტიურად განვითარდა რამდენიმე მიმართულებით, მათ  შორის გაძლიერდა მიკრო და საშუალო ბიზნესი და  ახლა კი ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს საცალო ბიზნესიც შეემატა.

„ლიბერთის რითეილის ახალ გუნდში შემოგვიერთდა ძალიან ბევრი და ძლიერი პროფესიონალი.  შეიქმნა ახალი პროდუქტები და ისეთი შეთავაზებები, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მონაცემების გათვალისწინებითაა შექმნილი და შეთავაზების პერსონალიზაციაზეა ორიენტირებული. დავნერგეთ ახალი სამოტივაციო სისტემები,  შემოვიღეთ ახალი სტრუქტურული ერთეულები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო ეფექტურად მოვემსახურებით.“- აცხადებს თორნიკე კორძაია.

მისი თქმით,  #ჩვენიანი არის ერთგვარი ფილოსოფია და დაპირება, რომელსაც ლიბერთი თავისი მომხმარებლებისთვის შეასრულებს. ლიბერთის  საკომუნიკაციო პლატფორმის  მთავარი გმირები ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები არიან.

კამპანია, კონკრეტული საბანკო პროდუქტების ჭრილში, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×