რეზონანსი
24.11.2023

რა უნდა შეიკრიბოს, ან სად უნდა შეიკრიბონ ეს ადამიანები?! ხედავთ, რომ ახლა ეს ადამიანები სააკაშვილთან უნისონში არიან. ესენი არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ხაზარაძის 2-3%-იანი პარტიების საარჩევნოდ გაერთიანების ინიციატივაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მათი ერთობა ქართველი ხალხის ინტერესს უპირისპირდება.

მისი თქმით, „ლელოს" სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან 2020 წლის არჩევნებზე პირწმინდად დამარცხდა. შესაბამისად, პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა გააჩნია.

„ბნელ ოთახში ხელებს რომ იქნევ, დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ახლა „ლელო". ყველგან აცეცებენ ხელებს, რომ როგორმე, სადმე ხავსი ნახონ და მოეჭიდონ - ბარიერი როგორმე დაძლიონ. სულ უფრო და უფრო გააქტიურდება ისეთი ანომალიური განცხადებები, რომელსაც ახლა ჩვენ და საზოგადოება ვისმენთ. რა უნდა შეიკრიბოს, ან სად უნდა შეიკრიბონ ეს ადამიანები?! ხედავთ, რომ ახლა ეს ადამიანები სააკაშვილთან უნისონში არიან. ესენი არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც რეალურად ქართველი ხალხის ინტერესს უპირისპირდება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

„ლელომ" პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - „საქართველოს დაცვის აქტი" წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს" განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×