რეზონანსი
24.11.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე მონაწილეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.

„საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლის პატივი გაერთიანებული ერების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები იღებდნენ მონაწილეობას. ხსენებული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის. საქართველო ერთგულია მშვიდობის, ურთიერთკავშირებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან ერთად აქტიური ჩართულობის იდეისადმი", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×