რეზონანსი
25.11.2023

„ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის თქმით, თემურ ალასანიას შესახებ ადრეც გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ალასანია ქართველ ხალხს ლანძღავს. სეფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბოლო ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ალასანია პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს ომისკენ, „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები გონს მოეგებიან.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ალასანიას შესახებ ასეთი ჩანაწერის გავრცელება პირველი შემთხვევა არ არის. ადრეც ვიხილეთ ჩანაწერი, სადაც ის ქართველ ხალხს ლანძღავდა და ისეთ საშინელებებს ლაპარაკობდა, რომ გამეორებაც კი არ მინდა. სხვათა შორის, მომისმენია ადამიანებისგან, რომ თითქოს, ჩვენ გვეჩვენება მეორე ფრონტის შესახებ რაღაცები და ა.შ. ამ დროს რეალურად, ვიხილეთ ვიდეოჩანაწერი ალასანიას მონაწილეობით, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს ხალს ხოცვა-ჟლეტისკენ. ვიხილეთ ასევე, მათ მიერ დაფინანსებული ტრენინგები, სადაც ახალგაზრდობას ეუბნებიან, რევოლუცია უნდა მოვაწყოთო და იქვე დასძენენ, რომ ეს უნდა იყოს სისხლიანი რევოლუცია.

თუ ხელისუფლების გადატრიალება არ გამოუვათ, ალასანია ამბობს, გავილაშქროთ და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ ბრძოლითო, რადგან მშვიდობიანი გზის გარდა, თურმე სხვა გზებიც არსებობს. თან თავისი პირით აღიარებს, დემოკრატია არ ვარგაო და თან მერე ხალხს ეუბნებიან, რომ დემოკრატია უნდათ.

თემურ ალასანიას ეს ვიდეოჩანაწერი შემთხვევით მოხვდა საჯარო სივრცეში. ცხადია, ისინი ამის გავრცელებას არ ელოდნენ და თავიანთ გუნდს ესაუბრებოდნენ. ეს არის კარგი იმიტომ, რომ მათი ის მომხრეები, რომლებსაც რეალურად სურთ საქართველოს გაერთიანება (და იმედი მაქვს, რომ მათ რიგებში არის ხალხი, ვისაც არ უნდა ომი და ჰგონია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმშენებლობა მიდიოდა ქვეყანაში), ასეთი ადამიანები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ მხოლოდ ნგრევა და ომი არის მათ ინტერესში. ასევე, ამ ომზე ხელის მოთბობა, იარაღის არალეგალური გაყიდვა, მილიონებისა და მილიარდების დაგროვება საკუთარი ოჯახებისთვის. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მათ მომხრეებს შორის ბევრი მოეგება გონს ამ კადრების ნახვის შემდეგ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×