რეზონანსი
25.11.2023

უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი 31 წლის ნიკოლოზ გელენიძის ცხედარი ფოთში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. იქ, სადაც ახლა მისი ოჯახი ცხოვრობს.

მამის ცხედარს სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდება.

„დაიბადა იმ გემზე, რომელ გემსაც ბომბავდნენ რუსები. გაიზარდა ფოთში. წავიდა უკრაინაში საბრძოლველად. ნამდვილად იყო წესიერი, პატიოსანი, ზრდილობიანი, უაღრესად წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. მისი ცუდი არავის არ გაახსენდება. ნამდვილად დაიღუპა გმირულად. პატრიოტი იყო. უკვე 3 თვეა, რაც უკრაინაში წავიდა. არავინ არ იცოდა ისე წავიდა", - ამბობს მისი ახლობელი.

ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში სექტემბრის დასაწყისში ისე წავიდა, რომ ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

გელენიძეს 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×