რეზონანსი
25.11.2023

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის პირები, რომლებმაც 20 წლის ფეხბურთელს, ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში დოზაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაუკეთა.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექიმის პროცესი უნდა გაიმართოს.

„საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის პირები, ვინც ადამიანს დოზაზე მეტი ნარკოტიკი გაუკეთა. ექსპერტები გვეუბნებიან, 1000 ამპულა ნარკოტიკი რომ გაუკეთო სპილოს, ის ამხელა დოზას ვერ გაუძლებს. პროკურატურამ მტკიცებულება ამოიღო, რომლის მიხედვით, ადამიანს 1000-მდე ამპულა ნარკოტიკი გაუკეთეს, თუმცა არ ადგენენ იმ პირს, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამის დადგენას სჭირდება ერთი კვირა, მაგრამ სამი წელია პროცესი იწელება. ჩვენ დაუსჯელს არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ! საქართველოში უნდა შეწყდეს ადამიანების მკვლელობა! ჩემი აზრით, ეს არის მკვლელობა, ვინაიდან 21 დღეში 1000-მდე ამპულა ნარკოტიკს ვერცერთი ორგანიზმი ვერ გაუძლებს. ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×