რეზონანსი
25.11.2023

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთმა არ გააგზავნა სომხეთში უკვე შესყიდული შეიარაღება და ახლა მხარეები პრობლემის გადაჭრას ცდილობენ.

„რაც შეეხება გადახდის სანაცვლოდ შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდების საკითხს, არსებობს პრობლემები. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმზე", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მიაწოდა მოსკოვმა ერევანს ნაყიდი შეიარაღება, მაგრამ დასძინა, რომ რუსეთს თავად ესაჭიროება იარაღი.

ფაშინიანის თქმით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება რუსეთის მიმართ სომხეთის დავალიანების შემცირება.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ, იმედი გვაქვს, რომ დისკუსია კონკრეტულ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამ საკითხზე კრემლში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×