რეზონანსი
25.11.2023

სრულფასოვნად უნდა იმუშაოს განსაკუთრებით ამ 9 მიმართულებით დემოკრატიამ საქართველოში, მათ შორის საგნობრივმა დისკუსიებმა ცხრავე საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საამისოდ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს, თუნდაც უმწვავესი კრიტიკით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. მათთვის ახლა კვლავ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეშალოს პროცესების წარმატებულად დასრულებას და სურთ ეს მთავრობის წარმატებად არ იყოს აღქმული", - აღნიშნა სარჯველაძემ.

9 ევროპული დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა საბოლოო სახეს ორშაბათს მიიღებს. დოკუმენტის მიხედვით, შემუშავებული იქნება ის ფორმატები, რაც პოლიტიკურ პარტიებსა და არა სამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებას" სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ოპოზიციის ჩართულობის იმედი კვლავ არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×