რეზონანსი
25.11.2023

„ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტია - ფარმაცია არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ნუ ვუყურებთ როგორც სოციალური დახმარების კანტორას," - ამის შესახებ რადიო ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, „ლელოს" წევრმა ვატო სურგულაძემ ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმების შეფასებისას განაცხადა.

„ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტია. რეფერენტული ფასები რაც შემოიღეს, ქსელში ვეღარ იყიდი ხარისხიან - ევროპაში ან შეერთებულ შტატებში გამოშვებულ მედიკამენტს.

წარმოიდგინეთ, მე (ბიზნესს) მეუბნებიან მედიკამენტის რეფერენტული ფასის ჭერი არის პირობითად 3 ლარი, ამ დროს ინდური წამალი ჩამომაქვს 1 ლარად და შემიძლია ფასი 3 ლარამდე ავწიო, ხოლო ევროპული ჩამომაქვს 2.80 ლარად და მხოლოდ 20 თეთრის მატება შემიძლია, რომელს ჩამოვიტან?!

ფარმაცია არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ნუ ვუყურებთ როგორც სოციალური დახმარების კანტორას. მსოფლიოში თავისი შემოსავლიანობით მეორე ბიზნესია,"- აღნიშნა სურგულაძემ „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის პირველი ეტაპი 2023 წლის 15 თებერვალს ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა კონკრეტულ მედიკამენტებზე დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად იზრდება. ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200-ზე მეტ მედიკამენტზე განსაზღვრა. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×