რეზონანსი
26.11.2023

საქართველოსთვის 2024 წელი გადამწყვეტი იქნება - ეს უთხრა სალომე ზურაბიშვილმა  ჟურნალისტებს შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში საპრეზიდენტო სასახლეში მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ათონელზე მიიწვია ყველა სამთავრობო მედიაც და კრიტიკული არხის ჟურნალისტებიც, მაგრამ სამთავრობო მედიის ნაწილი ათონელის სასახლეში არ მისულა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ასეთი შეხვედრები, სადაც ყველა ერთ სივრცეში იკრიბება, დეპოლარიზაციის საფუძველი უნდა გახდეს. ეს სწორედ ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ბედი უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული. მთავრობისგან განსხვავებით ზურაბიშვილს არ მორიდებია რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისთვის გამარჯვება ესურვებინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×